დავით ლილუაშვილი: როდესაც ხარ ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალა, შენი ადგილი არ არის პოლიტიკაში!

დავით ლილუაშვილი: როდესაც ხარ ანტიდემოკრატიული პოლიტიკური ძალა, შენი ადგილი არ არის პოლიტიკაში!

უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„შენ არ დაგიჯერებს საქართველოს შეიარაღებული ძალები, რომლის პროვოცირებასაც ცდილობ!!!

შენ არ დაგიჯერებს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც ებრძოდი და ებრძვი!!!

შენ არ დაგიჯერებს ამომრჩეველი, რომელსაც ყოველი განაღდებული არჩევნების შემდეგ, შემოუბრუნდებოდი და სულში აფურთხებდი!!!

...როდესაც ხარ ანტიდემოკრატიული და დესტრუქციული ბუნების პოლიტიკური ძალა, როდესაც სრულიად დაცლილი ხარ ყოველგვარი ადამიანური და ზნეობრივი კატეგორიებისგან, როდესაც გაცხადებული მიზნის მისაღწევად იმავე ოდიოზური მეთოდებითა და ფორმებით იბრძვი, რასაც აკეთებდი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ამ ყველაფრის შემდეგ შენი ადგილი არ არის პოლიტიკაში!!!“ - წერს ლილუაშვილი.