საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია - გერმანული გამოცემა „შპიგელი“

საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია - გერმანული გამოცემა „შპიგელი“

საქართველო ისეთივე უსაფრთხოა, როგორიც გერმანია, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა „შპიგელი" წერს. ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც შსს იუწყება, გერმანულ ჟურნალ „Spiegel"- ში სტატია სათაურით „რამდენად უსაფრთხოა მსოფლიო" 15 ნოემბერს გამოქვეყნდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტატიის ავტორი სხვადასხვა წყაროსა და კვლევით ორგანიზაციაზე დაყრდნობით მსოფლიოში უსაფრთხოების მდგომარეობას მიმოიხილავს.

რამდენად მაღალია ტერორიზმისა და ძალადობის რისკი, რამდენად სახიფათოა საგზაო მოძრაობა, სად არის სამედიცინო პრობლემები - ეს ის საკითხებია, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა შეფასდა.

„საქართველო ისევე უსაფრთხოა, როგორც გერმანია - Travel Risk Map-ის თანახმად, საფრთხის რისკი ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ნორვეგია, სლოვენია და შვეიცარია, საკმაოდ უმნიშვნელოა, ხოლო აშშ-ში, გერმანიასა და ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში კი - „დაბალი".

International SOS-ის კვლევების თანახმად, სხვა ქვეყნებთან ერთად, მდგომარეობა უსაფრთხოების კუთხით პოზიტიურად შეიცვალა საქართველოშიც, კერძოდ რისკი „საშუალოდან" გადავიდა „დაბალზე", რადგანაც უსაფრთხოების გარემო ქვეყანაში სტაბილურია.