სასტუმრო შერატონთან გოგა ხაინდრავას შეხვდა ლევან ვარშალომიძე და გამარჯვება უსურვა,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ჯაბა ჯიშკარიანი წერს.
“ყველაზე მაგარი ფაქტის მომსწრე გავხდით მე და ჩემი მეგობრები დღეს ბათუმში. სასტუმრო შერატონთან გოგა ხაინდრავას შეხვდა ლევან ვარშალომიძე რომელმაც გოგა ხაინდრავას გამარჯვება უსურვა.
საზაფხულო თეატრი იყო გადავსებული, ხალხისათვის დარბაზი საკმარისი არ აღმოჩნდა და მიუხედავად სიცივისა, მოქალაქეები თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე იყვნენ განთავსებულნი.
ჩეკისტი ვაშაძის გუნდის ყოფილი და მოქმედი წევრებიც კი ხვდებიან, რომ ვაშაძე, ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,-წერს ჯიშკარიანი.