პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ ბევრ შეცდომას უშვებს, მათ შორისაა არჩევნების 28 ნოემბერს დანიშვნა და ბანერები.
„28 ნოემბერს არჩევნების დანიშვნით გასაგებია, რომ რაღაც ლოგიკას დებდნენ, მაგრამ საქმე იმაშია, რომ იმხელა პოლიტიკური დანაკარგია, ის 200 ხმა არაფერს წყვეტს. არ ვიცი მჩხიბავმა ურჩია თუ ნათელმხილველმა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ეს იყო შეცდომა და ამის გარდა, ძალიან ბევრი შეცდომები აქვთ. ჩვენ მივიღეთ უნიკალური შემთხვევა - ტრანსგენდერი ბანერი. არ ვიცი ასეთი რამ მსოფლიოში თუ არსებობს. აქამდე მივედით, სხვა თუ არაფერი წიგნში წერია, რა შეიძლება და რა - არა“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა "360 გრადუსში".