„თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრი გია ცაგარეიშვილი ამბობს, რომ საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი, რაც ნაცმოძრაობამ გააკეთა. როცა 4-5 წელში ივიწყებ წარსულს, ეს ნიშნავს, რომ ან მაზოხისტი ხარ, ან გულმავიწყი.
"მე არავის უბედურებაზე არ ვსაუბრობ. რაც ამ ავაზაკების ხელში გადამხდა ამაზე გესაუბრებით. შეიძლება ვიღაცამ თქვას რა უკან იხედებიო, მაგრამ ეს მე არ მითქვამს, გენიოსმა თქვა: „აწმყო შობილი წარსულისგან არის მშობელი მომავლისო“. ამიტომ ვერაფრით ვერ ვივიწყებ იმ წარსულს. როცა შენ 4-5 წელში დაივიწყებ, რაც ამ ადამიანებმა გააკეთეს ამ ქვეყანაში, ან მაზოხისტი ხარ, ამ გულმავიწყი. მე ვერც ერთად გავიმეტებ საკუთარ ერს და ვერც მეორედ.
მე არავის მოწოდება არ მჭირდება და არც არავის შეძახილი. იქ ვარ, სადაც ვიყავი. 2018 წელი მოვიდა და მე ფერი არ ვიცვალე. ის, რაც მოხდა 2004-ში, ეს აღარ უნდა განმეორდეს 2018-ში”, – განუცხადა "აიპრესს" ცაგარეიშვილმა.