ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ისევ ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ სხვა არაფერი ამ ხალხს არ ამოძრავებს არანაირი სინდისის ქენჯნა, არანაირი მისხალი სინანულისა ამ ხალხში არ გაღვიძებულა, პირიქით ალბათ ფიქრობ, რომ ბოლომდე როგორ ვერ მოგვაყენეს შეურაცხყოფა და როგორ დაგვრჩა კიდევ ძალა იმისა, რომ ვიბრძოლოთ თავისუფლებისა და ჩვენი სამშობლოსთვის.
მივესალმები ჩვენს მეხსიერებას, რომელიც არ ერთი წუთით არ მოგვცემს უფლებას, რომ მოვდუნდეთ, არც ერთი წუთი არ მოგვცემს უფლებას რომ შევწყვიტოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ქვეყნის მომავლისათვის ბრძოლა და დღევანდელი დღე ერთი მკაფიო გამოვნილება იმისა, რომ ქართული საზოგადოება საქართველოს მოსახლეობა, ჩვენი ხალხი არასოდეს არაფერს არ ივიწყებს, რაც დასავიწყებელი არ არის, გაუმარჯოს ჩვენს მეხსიერებას.
ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა არჩევანი. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ სიმშვიდეს, საზოგადოების ევოლუციურ განვითარებას. თუ ევროპული არჩევანი არის ჩვენი არჩევანი, რომლიც არც მინდა არასდროს იყოს სათუო. ერთი კანდიდატი წარმოდგენილია დაბადებული გაზრდილი ევროპაში შენარჩუნებული თავისი მშობლიური ენით, რომელმაც თავისი მამა-პაპით გადაარჩინა თავის ოჯახში ქართული ენა. ელოლიავდნენ ამ ენას მათმა წინაპრებმა არ მიიღეს ორმაგი მოქალაქეობაც კი, საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვეს უარი. მოიტანეს თავისი თავი თავისი მამულიშვილობა, თავისი მშვენირებით.
მეორე მხარე საბჭოთა გადმონაშთი ამხანაგი ვაშაძე, საბჭოთა რუსეთის გადმონაშთი საბჭოთა რუსეთის ოფიციალური თანამშრომელი, რომელიც გვიცხადებს, რომ თურმე ეიფელის კოშკი არ არის პარიზი და არ არის საფრანგეთი ეიფელის კოშკი თურმე არის კრემლის ვარსკვლავი, სადაც თვითონ გაიზარდა და დაიბადა. ასეთი შეურაცხმყოფელი აღვირახსნილი კამპანია აქვს გაჩაღებული.
მე იმედი მაქვს ქართული თავმოყვარეობის ქართული თავმოყვარეობა თუ თავის სიმაღლეზე იდგა, ერთი ხმაც ვერ უნდა მიიღოს ამ საბჭოთა გადმონაშთმა თავისი კრემლის ვარსკვლავით და ოკუპანტი უფროსით.
ძალიან მკაფიოა ჩვენი არჩევანი, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი შვილების განათლებას, კულტურას, სულიერებას, სილამაზეს, გნებავთ მშვენიერებას, რომელსაც ასხივებს ერთი მხარე და არავითარ შემთხვევაში არ იფიქროს არავინ, რომელიმე პარტიის ხელმძღვანელმა, რომ აქ შეკრებილი ხალხი, რომელიმე პარტიის მხარდამჭერია.
პოლიტიკური პარტიების მხარდამჭერი ჩვენ არ ვართ. ჩვენ ვართ საქართველოს მხარდამჭერი და ახლა საქართველოს მხარდაჭერა ნიშნავს მეორე ტურში ქუდზე კაცის მოსვლას და უარის თქმას საბჭოთა წარსულზე.
დღეს საბედისწრეო გზა გადის მეორე ტურის არჩევნებზე, არ დავიზაროთ დავდგეთ ერთად და გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყნის მომავალი