ანა დოლიძე:  „არ ყოფილა შემთხვა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, რომლის მიზანია ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები

ანა დოლიძე: „არ ყოფილა შემთხვა, ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე, რომლის მიზანია ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები

„არ ყოფილა შემთხვევა,  ჰააგის სასამართლოს გაესამართლებინოს ერთი ჩვეულებრივი ჯარისკაცი, ეს არის მტკნარი სიცრუე,  არაზნეობრივი და ამორალური ქმედება, რომლის მიზანია ავანერვიულოთ ჩვენი ჯარისკაცები , რომლებიც ერთადერთ რაღაცას აკეთებენ, ასრულებენ  ბრძანებებს და ემსახურებიან ჩვენს სამშობლოს" - განაცხადა ტვ-პირველის ეთერში საერთაშორისო სამართლის ექსპერტმა ანა დოლიძემ.

მისი თქმით, ჰააგის სასამართლოს წინაშე  სულ მცირე სამი პრეზიდენტი წარდგა - კენიის მოქმედი პრეზიდენტი, კოტ დივუარის პრეზიდენტი და სუდანის პრეზიდენტი, წარმდგარია ასევე გენერალიტეტი.

„ჩვეულებრივ ჯარისკაცს რა უნდა ჰააგაში, იქ შეიძლება ადამიანები დაიბარონ მოწმეების სახით, თორემ პასუხისმგებლობის საკითხი შემოიფარგლება უმაღლეს დონესთან მიმართებაში. ეს არის პრეზიდენტები, არმიის ხელმძღვანელები და მეთაურები, რომელთაც ჩადენილი აქვთ კონკრეტული ფართომასშტაბიანი დანაშაულებები. ჩვენი სახელმწიფოებრივი პოზიცია ყველა მხრიდან  უნდა იყოს, რომ ამ ტიპის დანაშაულებები ჩაიდინა რუსეთმა ოკუპაციების მცდელობების დროს და ასეც იყო" - განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე თქმით,  გამოძიება დაწყებულია, აგროვებს მტკიცებულებებს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს.

„რუსეთის მხარე არ თანამშრომლობს, მათ არ აინტერესებთ  საერთაშორისო მართლწესრიგი, ფეხებზე კიდიათ.  გამოძიება მიმდინარეობს და ჩვენს სახელმწიფო ინტერესშია მაქსიმალურად მივაწოდოთ ინრორმაცია, რომელიც რუსეთის დანაშაულებებს აჩვენებს.  რაც შეეხება ინდივიდუალურ პასუხისმგებლობებს, ეს პასუხისმგებლობა მაინც ინდივიდუალურად დადგება. ამაშია ხალხის ტვინის აბნევის მცდელობა - ის პროცესი, რომელზეც მიმდინარეობს გამოძიება, პასუხისმგებლობას აყენებს ინდივიდუალურად. ამ პასუხისმგებლობის საკითხს ადგენს ჰააგა და ფატუ ბენსუდა და შემდეგ ის სასამართლო, რომელიც განსჯის" - განაცხადა ანა დოლიძემ.