არეშიძე

არეშიძე" „ოცნებაში" დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს არასდროს დავუჭერ მხარს“

„ორი კვირა კი არა, სამი დღე რომ იყოს დარჩენილი, ადამიანი, რომელსაც აქვს ავტორიტეტი და შეუძლია თუნდაც 200 კაცის მობილიზება, არჩევნების პროცესისთვის ესეც თავისთავად, სასარგებლო იქნება," - „თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის ირაკლი ჩიქოვანის „ქართულ ოცნებაში" დაბრუნების ფაქტს, „რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე აფასებს.

„დღეს ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, ვინც თავიდან „ქართული ოცნების" გვერდით იდგეა და მთელი 2012 წლის საარჩევნო პროცესმა მათზე გადაიარა. მათ რეგიონებში, სოფელებსა და ქალაქებში გარკვეული ავტორიტეტი აქვთ და შეუძლიათ ორგანიზაციული სისტემაში საკუთარი წვლილი შეიტანონ. თუ ეს ადამიანები „ქართულ ოცნებაში" მობრუნდებიან, ეს "ოცნებას" უდავოდ შემატებს," - აღნიშნა მან.

შეკითხვაზე, შესაძლოა თუ არა მმართველ გუნდში „თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია დაბრუნდეს, არეშიძემ თქვა, რომ ალასანიას ამერიკაში საკმაოდ მაღალი თანამდებობა უჭირავს და ამის ალბათობა ძალიან მცირეა.

„არა მგონია ირაკლი ალასანიას დაბრუნდეს - მას საკმაოდ სოლიდური საქმე აქვს, როგორც მე ვიცი აშშ-ში, საკმაოდ კარგ თანამდებობაზე არის და არა მგონია, მაინცდამაინც არჩევნების წინ ჩამოვიდეს.

„გარდა ამისა, მისი პარტიის ყოფილი წევრები ყველა ერთანირად არ ფიქრობს, - ზოგი დღევანდელ ხელისუფლებაშია, ზოგმა ამ ხელისუფლებას ახლა დაუჭურა მხარი და არიან ისეთებიც, ვინც ნეიტრალიტეტს არჩევენ," -აცხადებს ის.

საკუთად გეგმებზე კი ამბობს, რომ „მე დაბრუნებას არ ვაპირებ, მაგრამ რასაკვირველია „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს არასდროს დავუჭერ მხარს."