“არარაობა, სახეზე შეფურთხებას არ ვაკმარებ” - დოდო ხურცილავამ გვარამია წყობიდან გამოიყვანა

“არარაობა, სახეზე შეფურთხებას არ ვაკმარებ” - დოდო ხურცილავამ გვარამია წყობიდან გამოიყვანა

არ მოსულან ჯერ ხელისუფლებაში და ნიკა გვარამიამ დაგვამხო თავზე ყველაფერი, - ამის შესახებ თეატრმცოდნე დოდო ხურცილავამ მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

"ვთქვათ, მტრისას და ავისას, მოვიდნენ ხელისუფლებაში რომ დამიმახსოვრებს რა მომელის? გამროზგავენ? თავს გადამპარსავენ, თუ რა? სამსახურიდან გამაგდებენ? ქონებას ვერ წამართმევენ, უბრალო მიზეზის გამო, ჩემი ქონება არ დასჭირდებათ, მაგათ დიდი ქონებები აინტერესებთ", - განაცხადა ხურცილავამ.

დოდო ხურცილავას განცხადებას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური ფირექტორი ნიკა გვარამია "ფეისბუქის" გვერდზე ასე ეხმაურება:

"ამას გადაეცით:

1. არავინ მიგინებია ნაძირალა და მოღალატე მეჩითოვის გარდა.

2. გარდაცვლილ დედაჩემს აუგად მოიხსენიებს კიდევ ერთხელ მაინც, თუნდაც ანდაზურქარაგმულად, და სახეზე შეფურთხებას არ ვაკმარებ

3. გაიხსენოს, 7 ნოემბერს 2007 წელს სად ეგდო - "რ2"-ში და დარბევის გაპრავებით იყო დაკავებული, როგორც თოქ-შოუს პროდიუსერი.

4. არარაობაა", - წერს გვარამია.