"ზურაბიშვილი „ოცნების“ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო"

ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების" მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატი არ უნდა ყოფილიყო და პარტიას არჩევნებში საკუთარი კანდიდატი წარედგინა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რევაზ არველაძემ განაცხადა.

„როდესაც აღნიშნული საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, მე ჩემი აზრი გამოვხატე, ვთქვი, რომ პარტიას ღირსეული ხალხი ჰყავდა და მხარს არც დამოუკიდებელ კანდიდატს უნდა უჭერდეს და არც სხვა პარტიის მიერ წარდგენილს. ცხადია, საბოლოოდ, მხარი დავუჭირე იმას, რაც უმრავლესობამ გადაწყვიტა", - აღნიშნა რევაზ არველაძემ "ინტერპრესნიუსთან".

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი უფრო აქტიურად უნდა ჩანდეს და საზოგადოების წინაშე თავად წარადგენდეს, რის გაკეთებას აპირებს იმ უფლებამოსილებების ფარგლებში, რაც პრეზიდენტს გააჩნია.