ბესო ხომერიკი: კაფკას რომანში მგონია თავი
კაფკას რომანში მგონია თავი. კაგებეს თანამშრომელი ( ვინც ცოტა მაინც აზრზე, კოსმოსის სფეროში კაცი ვერ გაჭაჭანდება რუსეთში,მაგის გარეშე), კაცი რომელსაც ომის შემდეგ, ძლივს გააგდებინეს რუსული პასპორტი, კაცი რომელიც კონცერტების გამართვას გეგმავდა რუსეთში, მაშინ როცა გაცივებული არ იყო ჩვენი ბიჭების გვამები, კაცი რომლის პიარსაც, კაგებეს პოლკოვნიკის შვილი უკეთებს , კაცი, რომელიც იმ კაცის დასაბრუნებლად იბრძვის, ვისი მრჩეველი და ბიძა, კაგებეს გენერალია, კაცი რომლის შვილი სამ სიტყვას ვერ ამბობს ქართულად, გვევლინება დემოკრატად და მედასავლეთედ. ამ დროს ქალი, რომლის ოჯახმა ძლივს გაასწრო კომუნისტებს, ვისმა მამამაც პრინციპულად არ აიღო ფრანგული პასპორტი და დევნილის პასპორტით დარჩა. ქალი რომელიც მთელი ცხოვრება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და გაეროს თანამშრომელია. ქალი რომელიც მაგათმა მიშამ ჩამოიყვანა საგარეო საქმეთა მინისტრად.ქალი რომელმაც თავის შვილებს, მესამე თაობის ემიგრანტებს შეუნარჩუნა ქართული ენა და რომლის კრემლის აგენტობის დასამტკიცებლად მოყავთ ერთადერთი გამონათქვამი, რომელსაც თავად მოაწერეს ხელი, გამოყავთ რუსების აგენტად. როგორ არ ვთქვა, რო ღლეები ხართ ეს ვისაც გჯერათ? თუ არა და დამისაბუთეთ რომ ვცდები!