კაპიტანი ქეთევან თევზაძე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს პოლიტიკურ პროცესებში რთავენ. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სამშვიდობო ოპერაციების შტაბის ყოფილი სარდლის, გენერალ მამუკა ყურაშვილის ღაღადი სირცხვილია, რადგან მისი თქმით, აგვისტოს ომის დროს ის იმდენ ხანს იმალებოდა, რომ ვერც იპოვეს.
“ვუყურებ ამ ისტერიას თემაზე, ვინ დაიწყო ომი და ერთი კითხვა მებადება, სამხედროების მიმართ განსაკუთრებით: ვისაც არ უნდა დაეწყო, რა, არ იომებდით? რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის მაგას საერთოდ? როცა ომია და შენ მიწაზე მტერი მოდის უბრალოდ იბრძვი და აკეთებ იმას, რისთვისაც ემზადებოდი – სულიერად თუ ფიზიკურად… ცუდია, თუ წავაგეთ, უფრო ცუდია თუ ვინმემ ამის გამო განგვსჯის, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, როცა ჩვენი სახელებით ვაჭრობენ და პოლიტიკაში გვრევენ, რომელი მხარეც არ უნდა იყოს…მთავარი შეკითხვა არ არის თუ ვინ დაიწყო ომი, მთავარი შეკითხვა სხვაა: როგორ მოვახერხეთ და 5 დღეში როგორ დავთმეთ კოდორიც და შიდა ქართლიც გაწვრთნილებმა და აღჭურვილებმა? რა ვისწავლეთ წაგების მერე და ვინმემ თუ აგო პასუხი ყველა იმ შეცდომაზე, რომელიც დანაშაულის ტოლფასია შედეგების სიმძიმით???
P.S. ყურაშვილის ღაღადი სულ ცოტა სირცხვილია და მივმართავ, ნუ გეშინიათ, თქვენ ვერაფერს დაგაბრალებენ – ისე გაიქეცით, რო ვერ დაგეწიათ ვერავინ და ვერც გპოულობდნენ დიდი ხანი, ისე იმალებოდით….
P.P.S. შეკითხვა ბევრი მაქვს კიდევ და ბევრთან, თუმცა სანამ დავსვამ, ერთს ვიტყვი – ჯარისკაცებო, მადლობა თქვენ სამსახურისთვის და მეთაურებო, გახსოვდეთ, თევზი თავიდან ყროლდება!!!” – წერს ქეთევან თევზაძე სოციალურ ქსელში.