„ეს აღარ არის მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები, ეს არის პრინციპული არჩევანი ტოტალიტარულ წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის. აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია ქართული ოცნების ლიდერების სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამოჩენა ამ ბილბორდებზე.
ქვეყნის მასშტაბით სალომე ზურაბიშვილის ბილბორდებიც არის გაკრული და ქართული ოცნების ლიდერებისაც.
ძალიან ლოგიკურია, რომ ამ არჩევანის გაკეთებაში ქართულ ოცნებას აქვს თავისი პოზიცია და დაუშვებლად თვლის ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის გამარჯვებას.
ჩვემ ვსაუბრობთ იმ პრინციპულ არჩევნებზე, რომელიც 28 ნოემბერს უნდა გააკეთოს ქართველმა ხალხმა - უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული მომავლის შენება და დაუშვებს თუ არა იმას, რასაც გვთავაზობს გრიგოლ ვაშაძე. მე მგონია, რომ არ დაუშვებს.