„შეიარაღებული ძალების, ჯარისკაცების, სამხედროების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში, მათი გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის, არის ყველაზე მძიმე დანაშაული, ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნული საქმე. ჩვენ მოვახერხეთ ჯარის დეპოლიტიზება. მახსოვს პერიოდი, როცა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ „ნაციონალური მოძრაობა" ჯარს იყენებდა. ჯარისკაცები, რომლებიც ომის დღეებში ქვეყანის მთლიანობას იცავდნენ საკუთარი სიცოცხლის ფასად, მთავარსარდალმა მიატოვა და იმ დღეებში მიწაზე ფორთხავდა. სხვა პასუხისმგებელი პირებიც, ვინ სად გარბოდნენ, კარგად ვნახეთ. შემდეგ უკვე ზოგი ჯარისკაცი დეზერტირობისთვის გაასამართლეს, ზოგი ჯაშუშობისთვის და სამშობლოს ღალატისთვის. ჯარისკაცებში განხეთქილებისა და ცრუ ინფორმაციის შეტანა, ეს უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა", – განაცხადა ეკა ბესელიამ