"ეს არ არის გადაწყვეტილება, რომ მე მხარს ვუჭერ ვაშაძეს" - ჯაფარიძე

ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ამან მისი მხარდამჭერების დიდ ნაწილში უარყოფითი რეაქცია გამოიწვია.

„ჩვენ გვაქვს „გირჩის" მხარდამჭერების ჯგუფი. იმ მომენტისთვის იყო სადღაც 8000 ადამიანი, ახლა 10 000-მდეა, ყოველდღე იზრდება. სხვადასხვანაირი რეაქცია იყო. ბევრისთვის მომიწია ახსნა, რას ნიშნავდა ეს გადაწყვეტილება, მათ შორის იმის ახსნაც, რომ ეს არ არის გადაწყვეტილება, რომ მე მხარს ვუჭერ ვაშაძეს, „ნაციონალურ მოძრაობას", ამაზე საუბარი საერთოდ არ არის. საუბარია იმაზე, რომ ამ რეალობაში, ძალაულების ერთ ხელში კონცენტრაციას სჯობს ძალაუფლება იყოს დანაწილებული. მე მგონი, კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც უნდა ვისწავლოთ ჩვენ, საზოგადოებამ - დემოკრატია არ მუშაობს ისე, რომ იმედად ვიყოთ კარგი ადამიანების, არამედ მუშაობს 2, 3 დაპირისპირებულ ძალაში ბალანსის შედეგად", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ „იმედის" ეთერში.