ბურჯანაძე: ვინც არ უნდა მოიგოს, ივანიშვილს ეს არჩევნები უკვე წაგებული აქვს

ბურჯანაძე: ვინც არ უნდა მოიგოს, ივანიშვილს ეს არჩევნები უკვე წაგებული აქვს

გადაცემა "რეაქციაში" პარტია "თავისუფალი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ვინც არ უნდა მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, ბიძინა ივანიშვილმა უკვე წააგო არჩევნები.

"ვინც არ უნდა მოიგოს ეს არჩევნები - ზურაბიშვილმა თუ ვაშაძემ, ბიძინა ივანიშვილს ეს არჩევნები წაგებული აქვს. კანდიდატებს შორის პირველ ტურში იყო ძალიან პატარა განსხვავება. ეს უშვებს, რომ შეიძლება არჩევნები მოიგოს გრიგოლ ვაშაძემ. ისევე, როგორც შეიძება არჩევნები მოოიგოს სალომე ზურაბიშვილმა, ეს ნორმალურია", - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერსაა. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი.