მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ ამბობს, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება ვერასდროს მოვა. ყოფილი ხელისუფლების დროსაც ანალოგიური პრობლემები იყო, რაც დღესაა, თუმცა ეს არ შუქდებოდა. ნაცმოძრაობა კი ერთსა და იმავე საწარმოს, რამდენჯერმე ხსნიდა, რაც პიარისთვის იყო გათვლილი.
„ეს სიღარიბე, ეს უმუშევრობა, ეს დევნილობა, სოფლებში რომ გზა არ არის, ახლა დაიწყო?! სადღაც გაკეთდა, სადღაც არ გაკეთდა. ეს ამომრჩეველმა უნდა ვიცოდეთ, რომ დაპირებების 100 პროცენტით შემსრულებელი ხელისუფლება არასდროს გვეყოლება. ამომრჩეველს გვაქვს რაღაც მოცემულობა და იქიდან უნდა ამოვიდეთ. სულ ნათელმირონი რომ იყოს გრიგოლ ვაშაძე ჩემთვის, არის სააკაშვილის ხელდასმული და დაღდასმული კანდიდატი, ამიტომ ვერანაირად ვერაფერი მაიძულებს, რომ ამ კანდიდატს მივცე ხმა“, - აღნიშნა ჭანკვეტაძემ "360 გრადუსში".