საზარელი შემთხვევა ქალაქ კალიქსში მოხდა. შვედეთში მოკლული სააქართველოს მოქალაქის ვინაობას სამართალდამცველები ამ დრომდე არ ახმაურებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივებმა ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები მდინარის ნაპირზე იპოვეს.
მომხდარ ფაქტზე ერთი პირია დაკავებული, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. მისი მტკიცებით, მკვლელობა თავდაცვის მიზნით ჩაიდინა.
"სპუტნიკ-ჯორჯიას" ცნობით, შვედეთის პროკურატურამ მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს გარდაცვლილი მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდება სთხოვა.
მოკლულის ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.