გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე სტუდენტებთან შეხვედრისას წმინდა კვირიკეს ხატს სარკაზმულად მოიხსენიებს. ვაშაძე მოსახლეობის რწმენას კვირიკეს ხატთან დაკავშირებით აბუჩად იგდებს. აღნიშნულის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ "საქართველოს უნივერსიტეტის" სტუდენთებთან შეხვედრისას ისაუბრა, რომელიც 2017 წლის 9 მარტს გაიმართა. შეხვედრის ვიდეოჩანაწერი "კვირამ" გაავრცელა.
ცნობისათვის, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ კალაში 28 ივლისს წმიდა კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს, უხსოვარი დროიდან აღინიშნება რელიგიური დღესასწაული "კვირიკობა", რომელსაც სვანეთში ლაგურკას ეძახიან. ამ დღეს სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ცხვარს სწირავენ.
კვირიკესა და ივლიტას მიმართ ლოცულობენ ოჯახური ბედნიერებისა და სნეულ ყრმათა მსწრაფლ განკურნებისათვის. წმიდა კვირიკეს ხელის მტევანი საქართველოში ინახება.