ასე მიმართა გადაცემა "რეაქციის" წამყვანმა ინგა გრიგოლიამ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგი უგულავას.
"ისე ცხოვრება და პოლიტიკა უცნაური რამეა, სანამ არჩევნების მეორე ტური დაინიშნებოდა ერთი კვირით ადრე, გრიგოლ ვაშაძეს "ნუგზარას" ეძახდით კინოფილმ "მიმინოდან" და ისეთი უცნაურია ეს ცხოვრება, ახლა მას უჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში", – მიმართა გრიგოლიამ.
გადაცემის წამყვანის რეპლიკას პოლიტიკოსმა ასე უპასუხა:
"უცნაურია ცხოვრება. მე ვიქნებოდი, აღფრთოვანებული ბაქრაძე ყოფილიყო მეორე ტურში. მაგრამ არ მაქვს უფლება, რომ რახან მე არ ამირჩიე ამომრჩეველს ვუთხრა "პამოგუ, ჩერეზ პიატ ლეტ". ამიტომ, ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს", – განაცხადა გიგი უგულავამ.