"თუ ეს დღე დაგვიდგა 28 ნოემბერს, მირჩევნია ვიყო ნამუსგარეცხილი" – ჭანკვეტაძე

"თუ ეს დღე დაგვიდგა 28 ნოემბერს, მირჩევნია ვიყო ნამუსგარეცხილი, ვიდრე ჩარეცხილი" - ამის შესახებ მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერი უნდა ვიფიქროთ, რადგან ქართველები ძალიან არაპროგნოზირებადი ხალხი ვართ. დავუშვათ ამ რეჟიმის დამცველად უფრო მეტი ხალხი მოვიდა, რას ვიზამთ, მაინც მირჩევნია, რომ ყუთთან  დაფიქსირდეს ეს და არა ხელკეტებით და ცემა-ტყეპით, როგორც მიჩვეულია ის რეჟიმი. თუ ნაციონალემო მოვლენ ხელისუფლებაში მე დავრჩები არა უმრავლესობაში, არამედ უმცირესობაში და არავითარ შემთხვევაში არ შევურიდგები იმ რეჟიმს, მაგრამ ერთი თხოვნა მექნება, იმ უმრავლესობამ, რომელიც მათ მისცემს ხმას, იმ ცოცხებსაც მიხედოს და გამოიყენოს თავისთვის და ოჯახებისთვის. გახსოვთ მათ საზოგადოება დაყვეს ორ ნაწილად, ჩარეცხილებად და ჩემთვის მეორე ნაწილი ნამუსგარეცხილებად, თუ ეს დღე დაგვიდგა 28 ნოემბერს, მე ისევ მირჩევნია ვიყო ჩარეცხილი, ვიდრე ნამუსგარეცხილი”– განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ.