"ეტყობა ვაშაძე სასაფლაოზე ჯვარს, პლიუსად აღიქვამს” - უმრავლესობის დეპუტატი

“ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შესახებ უმრავლესობის დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალური ქსელის პირად გვერდზე მოსაზრებას აქვეყნებს.

”გაირკვა, რომ მიშას სალონური დიპლომატის, გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემთხვევაში: თეატრები და სპორტი არ დაფინანსდება და რაც მთავარია: ჯანდაცვაზე და მათ შორის ქიმიოთერაპიაზე დაფინანსება შეწყდება. ვაშაძე ეტყობა იმდენად ოპტიმისტია, რომ სასაფლაოზე ჯვარს, პლიუსად აღიქვამს”, – წერს ჩრდილელი.