მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სააკაშვილის რეჟიმის დროს დევნილების მხოლოდ გამოყრები და წივილ-კივილი მახსენდება, არც მათი ჯანმრთელობის დაზღვევაზე და უფასო წამლებზე ზრუნავდა ვინმე...
ეს ისე, ცნობისთვის...“ - წერს გიორგობიანი და ჟურნალისტ თიკო თვალაძის პოსტს აქვეყნებს:
„ცნობისთვის, დღეს გორში, ანწუხელიძის ქ. N1-ში მცხოვრებ 480 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში გადაეცა. 2013 წლიდან დღემდე საქართველოს მასშტაბით საცხოვრებელი ფართი 17 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს დაუკანონდა...“