ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედია - მომხდარზე საუბრისას დედაქლაქის მერმა კახა კალაძემ ცრემლები ვერ შეიკავა:
"ძალიან დიდი უბედურება და ტრაგედია დატრიალდა, გარდაცვლილია ორი ადამიანი, დედა და პატარა შვილი", - განაცხადა კახა კალაძემ.
აფეთქება ფონიჭალაში დღეს დილით მოხდა. წინასწარი ცნობით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
მომხდარის შედეგად 3 ადამიანი მძიმედ დაშავდა. აფეთქებამ საცხოვრებელი კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე გამოიწვია ნგრევა.