ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ფანჯიკიძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება 25 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა პროკურორ ელიზბარ გოზალაშვილის შუამდგომლობით მიიღო. გადაწყვეტილება ახსნილია იმით, რომ, თითქოს, კალაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას.
ადვოკატ შალვა თადუმაძის ვარაუდით, სასამართლომ, შესაძლოა, კახა კალაძეს მომავალში ქონებაც ჩამოართვას, რისი ვარაუდის საფუძველსაც მას განჩინებაში არსებული უზუსტობები იძლევა.
"როგორც განჩინებაში აღნიშნულია, თურმე არსებობს ვარაუდი იმისა, რომ კალაძე შემოსავლის უკანონო ლეგალიზებას ახორციელებს. ამ შემთხვევაში, წესით, კანონმდებლობიდან გამომდინარე, კალაძის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა იდგეს, მაგრამ განჩინებაში ამაზე საუბარი არ არის. ვფიქრობ, ეს იმისთვის გაკეთდა, რომ სასამართლოს მომავალში კალაძის ქონების ჩამორთმევის საშუალება მიეცეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლოს უკვე აქვს მომავალში განსახორციელებელი გეგმა, რომ კალაძეს ქონება ჩამოერთვას", - განაცხადა თადუმაძემ.