ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე სოციალურ ქსელში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საკითხს გამოეხმაურა.
მისი თქმით, რომ არა ეს პროგრამა, მის ოჯახს გაუჭირდებოდა ორი წლის განმავლობაში მისი მკურნალობის თანხები დაეფარა.
„ამ დღეებში ბევრჯერ გავიგონე საყოველთაო ჯანდაცვაზე ქილიკი, კრიტიკა და ათასგვარი კომენტარები. მე, როგორც საქართველოს ერთ-ერთ მოქალაქეს, რომ არა ეს პროგრამა, ჩემს ოჯახს ნამდვილად არ აქვს ის საშუალება, რაც ორი წლის განმავლობაში დამჭირდა საავადმყოფოებში და კლინიკებში ჩამეტარებინა მკურნალობის პროცესები. 2016 წლის სექტემბრიდან 2018 წლის სექტემბრამდე სამჯერ ვიწექი საავადმყოფოში და ერთხელ ოპერაცია გავიკეთე. ასევე ვისარგებლე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვის პროგრამით.
ძალიან მძიმე მდგომარეობიდან დღეს ისევ შემიძლია ჩემი საყვარელი საქმე ვაკეთო, მაგრამ იმ აქტიურობით ვეღარ, რაც წინა წლებში იყო. მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის ვინც ჩემს გვერდით იყო და ახლაც არიან. ეს მადლობა ყველა ჩემს მეგობარს და არა მეგობარს ეკუთვნის. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - წერს გიორგი გირკელიძე.