საქართველოს კულტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ფოტოგრაფი იური მეჩითოვი ფეისბუქით მიმართავს საზოგადოებას და 1989 წლის 9 აპრილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო ბოდიშს უხდის:
"ჩემი 30 წუთიანი საუბრიდან მხოლოდ 3 წუთი გავიდა, რომელშიც ძალიან ცუდი შთაბეჭდილება წარმოიშვა ჩემს განწყობაზე ამ ტრაგედიის მიმართ. იქ იყო უამრავი წუხილი გამოთქმული, მაგრამ ეს დარჩა კადრის მიღმა. მე ძალიან გული მტკივა, რომ ეს ტკივილი მივაყენე ადამიანებს, მათ შორის ჩემს მეგობრებსაც, რომლებიც არც ელოდნენ, რომ ასეთი რამე მოხდებოდა და ასეთი რამე შეიძლება მეთქვა.
"ჩემი გულწრფელი ბოდიში თუ რამენაირად შეანელებს ამ სამართლიან რისხვას, რომელიც იყო გამოთქმული ჩემს მიმართ და ბევრ რამეს ვიზიარებ, იქნება კარგი. ჩემი დღევანდელი მდგომარეობა არაა სახარბიელო, იმედი მაქვს, რომ გაიგებენ ჩემს მდგომარეობას და როგორც ჩვევია ქართველ ხალხს სხვანაირად შეხედავენ", - განაცხადა იური მეჩითოვმა.