კობა კობალაძე:

კობა კობალაძე: "ნაცმოძრაობა" ცდილობს ფორმიანების ავანტურაში ჩათრევას და აუცილებლად დამარცხდება

"თუ სამხედრო პირებს უნდათ გამოხატონ თავისი სიმპატია ამა თუ იმ პარტიის მიმართ, მაშინ უნდა გაიხადონ მუნდირები, ჩაიცვან სამოქალაქო ტანსაცმელი და ისე გააკეთონ განცხადებები" - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კობა კობალაძე საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ყოფილი სამხედროების მიმართვას.

"ეს არის უაზრო პროპაგანდა, რომელიც სანუკვარ მიზნად ისახავს ფორმიანი შემადგენლობის ჩართვას ავანტურაში, რათა საზოგადოებას დაანახონ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში არის დესტაბილიზაცია და რყევები. მერწმუნეთ, არავითარი რყევები და დესტაბილიზაცია ჩვენს შეიარაღებულ ძალებში არ არის. ამ ავანტურას და ისტერიას უკვე უპასუხეს გენერალური შტაბის უფროსმა და ოფიცრებმა, რომ შეირაღებული ძალების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისთვის ეწინააღმდეგება შეირაღებული ძალების და მთლიანად ქვეყნის ინტერსებს, რომ შეირაღებული ძალები, მის თითოეულ ჯარისკაცთან ერთად გააგრძელებს მიუკერძოებლად ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დაცვას.

"ჩვენი სამხედროების ვალდებულებაა ემსახურონ სამშობლოს, თუ მაინცადამაინ ცალკეულ სამხედრო პირებს უნდათ, რომ გამოხატონ თავისი სიმპატია, ამა თუ იმ პარტიის მიმართ, მაშინ მათ კეთილი უნდა ინებონ გაიხადონ მუნდირები, ჩაიცვან სამოქალაქო ტანსაცმელი და მერე გააკეთონ განცხადებები. დღეს ქვეყანაში არის სიტყვის თავისუფლება და ნებისმიერ სამოქალაქო პირს შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია.

"რაც შეეხება მეორე ტურს, გარწმუნებთ, რომ ეს არჩევნები "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ ნამდვილად არ დამთავრდება, მიუხედავად მათი ისტერიული ქმედებებისა, საზოგადოება მუდამ დაძაბულობაში ამყოფონ. სახელმწიფოს აქვს ვალდებულება დაიცვას თავისი მოქალაქეები. უსამშობლო კაცს გადევნებული თადარიგიდან გასული სამხედროების მუქარა ქალის მიმართ, ვერავის ვერ დააფრთხობს" - უთხრა "რეზონანსს" კობა კობალაძემ.