ექსპერტი გია ხუხაშილი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის 28 ნოემბერს, სამუშაო დღეს დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს:
„რაციონალური არგუმენტებით ამის ახსნა შეუძლებელია, მისტიური მომენტები ფიგურირებს უკვე ამ ყველაფერში. ვარსკვლავების მდგომარეობის გამო გადაწყვიტეს, ალბათ. ეტყობა მიხეილ ცაგარელის დაჟინებული რეკომენდაცია იყო, რომ სამუშაო დღეს დაენიშნათ არჩევნები, სხვა ლოგიკას მე ვერ ვხედავ. როგორც ჩანს, ცაგარელიც „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერია, რასაც ვულოცავ. მე მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ“, - ამბობს ხუხაშვილი.