„არა სალომე ზურაბიშვილს!“ - ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატის წინააღმდეგ სამხედროთა ნაწილი ერთიანდება. სამხედროები აცხადებენ, რომ ის, ვინც 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს, ქვეყნის პრეზიდენტი და მთვარსარდალი არ უნდა გახდეს. კამპანიაში უკვე ასეულობით სამხედროა ჩართული. ისინი საკუთარ პოზიციას საჯაროდ გამოხატავენ. მათი ნაწილი ოზურგეთში ზაზა დამენიას საფლავთან შეიკრიბა და კიდევ ერთხელ განმარტა, თუ რატომ არის მათთვის სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურა მიუღებელი.
„ჩვენ საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას ქალაქიდან ვუერთდებით გენერალ დევი ჭანკოტაძის მიმართვას და ვაცხადებთ, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად არ ავირჩევთ მოღალატე სალომე ზურაბიშვილს,“-განაცხადა უფროსმა ლეიტენანტმა ზურაბ ჯიბუტმა.