“რატომ ხდება რომ ყველა პრორუსი ზურაბიშვილს უჭერს მხარს?

“რატომ ხდება რომ ყველა პრორუსი ზურაბიშვილს უჭერს მხარს?" - გიგა ბოკერია ხელისუფლებას

"სულელური პროპაგანდა გაქვთ, თურმე რუსეთი გებრძვით ამ არჩევნებში - რატომ ხდება რომ ყველა პრორუსი ზურაბიშვილს უჭერს მხარს?" - აღნიშნული კითხვით მმართველ გუნდს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერიამ მიმართა.

ბოკერიამ მოუწოდა "ქართულ ოცნებას" თანამშრომლობა ყველა პრორუსულად განწყობის პერსონასთან.

"სულელური პროპაგანდა, რომ გაქვთ, თურმე რუსეთი გებრძვით თქვენ ამ არჩევნებში - რატომ ხდება რომ ყველა პრორუსული, ყველა პროპუტინური ყველა სიძულვილის მქადაგებელი ყველა სალომე ზურაბიშვილს რატომ უჭერს მხარს? ატყუებთ?შეცდომაში შეგყავთ? თქვენ გგონიათ არ ვიცით ირმა ინაშვილმა საკუთარი კანდიდატურა არ დააყენა? იმიტომ რომ ის 3-4% არ წაერთმია სალომე ზურაბიშვილისთვის, ახლა მხარს უჭერს. გაემიჯნეთ მათ, მაგრამ გინდათ მათი მხარდაჭერა ფულს აძლევთ და ამ პარლამენტში თქვენი დახმარებით შემოვიდნენ" - აღნიშნა გიგა ბოკერიამ და მმართველ გუნდს მიმართა.