იუსტიციის მინისტრის სკანდალურ განცხადებას, რომელშიც მან ქართველი ჯარისკაცების პასუხისმგებლობის შესაძლებლობა დაუშვა, რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ეხმაურება:
„ჩემი აზრით, ამ განცხადების შემდეგ, რომელიც უშვებს და თან დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს ქართველი სამხედროების ჰააგის ტრიბუნალის განსასჯელის სკამზე მოხვედრას, იუსტიციის მინისტრი ჩაერთო გამოცხადებული ღალატის ქრონიკაში და შეუდგა ქართველი სამხედროების ჰააგისთვის გადაცემისთვის ნიადაგის შემზადებას! თეა წულუკიანი აუცილებლად უნდა გადადგეს!“- წერს ნიკა გვარამია.