დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავენ - „მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი

დღეს ზაზა სარალიძეს დაკითხავენ - „მზად ვარ, ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი"

შვილმოკლული მამა ზაზა სარალიძე დღეს 11:00 საათზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული. სარალიძის ინფორმაციით, დაბარება მერიის მხრიდან მისი პირადი ინფორმაციის გავრცელებასა და მუქარის შემცველ წერილებს ეხება.

„ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე და ვითანამშრომლო გამოძიებასთან, მიუხედავად იმისა, რომ არ ვენდობი ამათ გამოძიებას.“- განაცხადა ზაზა სარალიძემ.

უახლოეს დღეებში შვილმოკლული მამა აპირებს შეიტანოს საჩივარი საგამოძიებო უწყებაში ერთ-ერთი მოქალაქის ბრალდებასთან დაკავშირებით, რომელმაც ის ბიზნესმენ ბონდო შალიკიანის პირად ტრაგედიაში დაადანაშაულა.

„აჭარის რეგიონულ პროკურატურასაც მივმართავთ სავარაუდოდ. ან გენერალურ პროკურატურასაც მივმართავთ. იქ მცხოვრებმა ერთ-ერთმა პიროვნებამ, რომელმაც დამადანაშაულა ყოფილი ბიზნესმენის, ბონდო შალიკიანის ტრაგედიაში.“- აღნიშნა ზაზა სარალიძემ.