"ზვიადისტური ოჯახიდან ვარ და დღემდე იმ პარადიგმებით ვაზროვნებ" - გვარამია

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალური ქსელის პირად გვერდზე წერს:

"ზვიადისტური ოჯახიდან ვარ და დღემდე იმ პარადიგმებით ვაზროვნებ. ხოდა ახლაც ასე ვიტყვი.

რა სხვაობაა გრიგოლ ვაშაძესა და სალომე ზურაბიშვილს შორის?

პირველს, ეროვნული მოძრაობის ყველაზე ახალგაზრდა ლიდერი, შემდეგში მხედრიონისგან ნაწამები და ეროვნული ხელისუფლების მაინც ბოლომდე ერთგული, საქართველოს უანგარო და გულანთებული პატრიოტი ეკა ხეხრეულიძე განასახიერებს და უჭერს მხარს.

მეორეს - ეროვნულ მოძრაობაში სუკის მიერ ჩანერგილი, შემდეგ მხედრიონის მოლარე, ხალხის დაუთოვებით შეგროვილი ფულის შემგროვებელი, დღეს კრიმინალების მამაშა და შკრილნიკოვ-ჩახალიანების გარეთ გამომშვები ნანა კაკაბაძე.

სხვა ბევრთან ერთად, ეგეცაა საპრეზიდენტო არჩევნების დილემა",- წერს ნიკა გვარამია.