“მინდა ერთი ჩვეულებრივი დღე გავიხსენო… ” –

“მინდა ერთი ჩვეულებრივი დღე გავიხსენო… ” – "ვიგრძენით რასაც თავმდაბლობა, ყურადღება და დიდი სიხარული ჰქვია"

სოციალური ქსელის მომხმარებელი, ქეთევან გოგიტიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ხვედელიძის შესახებ კონკრეტულ ისტორიას იხსენებს და წერს:

"დღეს ყველა ერთიმეორეს არჩევს,ზოგი აქებს ზოგი ლანძღავს, აქეთ მ.სააკაშვილს იქეთ ბ.ივანიშვილს, თურმე როგორ გადაიხადა დიდი ქორწილი და გაჭირვებულებს არ დაეხმარა, ადრე "იმათ" დროს მსგავსი საერთოდ არ ხდებოდა ეს იყო გასაოცარი და გასაკვირი ქართველი ერის თვალში. ახლა არც შედარებას დავიწყებ და არც იმის მტკიცებს - აქეთ კარგია იქეთ ცუდი, ან პირიქით, ვინც ნათელი გონებით მსჯელობს ისედაც ყველაფერს ნათლად ხედავს, ამჩნევს და ითავისებს.

მე უბრალოდ მინდა ერთი ჩვეულებრივი დღე გავიხსენო, 2012 წლის სექტემბერი იყო, რიცხვი ზუსტად არ მახსოვს, თბილისიდან ვბრუნდებოდით მე და ჩემი ოჯახი მატარებლით, მოგეხსენებათ ჩვენი ტყუპების შესახებ და იმასაც კარგად მიხვდებით, რომ 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის მგზავრობის დროს ერთ ადგილას ჯდომა წარმოუდგენელი და რთულია, ამიტომ შეძლებისდაგვარად აქეთ-იქეთ ვასეირნებდით, ამ დროს ვხედავ, რომ ჩვენს ვაგონში სხვა მგზავრებთან ერთად ბიძინა ივანიშვილიც იმყოფება ოჯახთან ერთად, არაფერი უჩვეული იქ არ ყოფილა, ან გზების გადაკეტვა, ან სხვა მგზავრების დაბლოკვა, ან კიდევ სხვა ისეთი რაღაცები რაც გაბრაზებას გამოიწვევდა ადამიანში, ყველაფერი ისე იყო, მშვიდად, წყნარად არც გადამეტებული ყურადღება ჩვენს მიმართ ან უხეში ქცევა. ცოტა ხნის შემდეგ, ბავშვებს დაუმეგობრდნენ, როცა გაიგეს რომ 4 ტყუპები იყვნენ, ამან დიდი ემოცია გამოიწვია მათში, ბევრი ვისაუბრეთ, ისე იყო ყველაფერი თითქოს უკვე კარგა ხნის ნაცნობ ადამიანებს ესაუბრები, მათი ოჯახის შესახებაც ბევრი რამ მოგვიყვეს, ცოტნე ძალიან საყვარელი ბიჭია, თბილი, გაწონასწორებული და თავაზიანი, რომ არაფერი ვთქვა ქ-ნ ეკატერინეზე. ამთგან ვიგრძენით ზუსტად რასაც თავდაბლობა ქვია, ყურადღება და დიდი სიხარული, ეს დღე სულ მემახსოვრება, რადგან დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ყველაფერი იმით რაც მათ ოჯახს აქვს .

ჰო, და ერთს დავამატებდი კიდევ, აი, ზუსტად იმათ დროს მგონი მისახვედრია როგორ და რანაირად იქნებოდა ყველაფერი, ან საერთოდ თუ იქნებოდა," - წერს გოგიტიძე "ფეისბუქის" გვერდზე და ურთავს შესაბამის ფოტომასალას.