სინოპტიკოსები ხვალ თოვას პროგნოზირებენ

სინოპტიკოსები ხვალ თოვას პროგნოზირებენ

ხვალიდან ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნაა მოსალოდნელი. 

ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ "2020NEWS"-ს განუცხადა.

14 ნოემბერს, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში, მაქსიმალური ტემპერატურა 3-8 გრადუსი იქნება, 15 ნოემბერს - 6-11 გრადუსი.

"ხვალ, საქართველოში საკმარის აციებას ველოდებით. უმეტეს რაიონში ნალექი იქნება. ღამით, შეიძლება, იყოს თოვლი, თოვლჭყაპი. ნოემბრისთვის არაფერს უჩვეულოს არ ველით",- აცხადებს სვეტლანა ნიორაძე.

რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, 14 და 15 ნოემბერს  წვიმას პროგნოზირებენ. შესაბამისად, ტემპერატურა 7 და 8 გრადუსზე  დაფიქსირდება.

"თოვლი უფრო იქნება მთაში და მაღალ მთაში. ასევე, შესაძლოა, ქალაქის გარეუბნებში - წყნეთში, ან კახეთში", - განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

მისივე ინფორმაციით, 16 ნოემბრიდან კვლავ გამოიდარებს, თუმცა დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება.