„ხშირი ურთიერთობა მაქვს ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ბიზნესმენებთან, აზერბაიჯანში, შუა აზიის ქვეყნებში, თურქეთში, რუსეთში, უკრაინაში და ა.შ. ვფიქრობ, ამ რეგიონის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი გარემო გვაქვს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ პრობლემები არ გვაქვს. პრობლემები საკმაოდ ბევრია, არის თემები, რომელზეც შიძლება გავაკრიტიკოთ ეს ხელისუფლებაც. დღეს ფუნდამეტური პრობლემა, რაც შეიძლება მნიშვნელოვნად დავასახელოთ, ეს არის სამათალწარმოების პროცესში არსებული პრობლემები, დაწყებული პროკურატურიდან, დამთავრებული სასამართლომდე. დღეს გვაქვს შეცდომებზე ლაპარაკი, იქ დანაშაულებზე გვქონდა საუბარი“, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.
ჩვენ ვართ პატარა ეკონომიკა. რა ახდენს ეკონომიკაზე გავლენას და რა ახდენს ლარის კურსზე გავლენას: ფულადი გადმორიცხვები, ტურიზმი, ექსპორტი, ინვესტიცია. ჩვენ ძალიან დამოკიდებული ვართ ჩვენს რეგიონალურ ქვეყნებთან მიმართებაში. რა ხდებოდა კურსთან მიმართებაში: აზერბაიჯანში იყო დაახლოებით 100 %-იანი ზრდა კურსის, რუსეთში იყო 120 %-ით, თურქეთში 250 %, ირანში 260 % და ა.შ. საქართველოში იყო დაახლოებით 65 %. ეს მე საერთოდ არანაირ შეღავათს არ მაძლევს, კონკრეტული პრობლემების წინაშე როცა ბიზნესში ვრჩები. მით უმეტეს ბიზნესს ჯერ არ მოუშუშებია ის ჭრილობები, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაყენა. იმ პერიოდში ქართული ლარი გაცილებით ნაკლებად გაუფასურდა , 65 %-ით გაუფასურებაც ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ის, რომ შესაძლებელი იყო ეს გაუფასურებულიყო 200 – 250 %-ით, ესეც დიდი შედარებაა და ეს მოხდა მხოლოდ იმიტომ, რომ შიდა ფაქტორები იყო ძალიან ჯანსაღი.
ბიზნესი იყო თავისუფალი, ეკონომიკური პროცესები იყო ჯანსაღი მიმართულებით. მე ასე ვიტყვი, რომ ყოფილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში დღეს მინიმუმ 200 %-იანი დევალვაცია შეიძლებოდა გვქონოდა, იმიტომ, რომ გარდა გარე შოკებისა გვექნებოდა შიდა შოკები. 2008 – 2009 წლებში როცა ეკონომიკური კრიზისი იყო და ომი მოხდა, ნაციონალურ მოძრაობას არ დაუწყია ის, ბიზნესთან მეტი კოორდინაცია, მეტი პრობლემების მოგვარება. პირიქით, მოხდა ზეწოლა, მოხდა ტერორი , ადამიანები გარბოდნენ და ღამით უფორმებდნენ სახელმწიფოს ქონებას , ეს კარგ შემთხვევაში, თორემ ცუდ შემთხვევაში ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებზე ხდებოდა გადაფორმება ღამის საათებში. “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების პირობებში გაცილებით დიდი დევალვაცია გვექნებოდა, ღმერთს მადლობა, რომ ისინი არ იყვნენ. იმედი, მაქვს არც შემდოგმში დავუშვებთ, ისინი დაბრუნდნენ ხელისუფლებაში”, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.