„თუ კერძო საკუთრებას საფუძველს გამოაცლი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, შენობაში როგორი სურათი გექნება, როგორი ფერის იქნება კედლები და ა.შ. „ნაციონალურმა“ ხელისუფლებამ დაახლოებით ეს გააკეთა. საფუძველი გამოაცალა ეკონომიკას, სახელმწიფოს საერთოდ. ჩემი კომპანია „ელიტ ელექტრონიქსი“ წაგვართვეს მარტივად. ამაში ჩართული იყო მთლიანი ვერტიკალი, სახელმწიფო სისტემა, პირველი პირიდან დაწყებული დამთავრებული მთელი სახელმწიფო სტრუქტურებით: პროკურატურა, ფინანსური პოლიცია, საგადასახადო სამსახური, მერიაც კი, ასევე კერძო სტრუქტურები. მთელი სისტემა იყო მოწყობილი, როგორ შეიძლებოდა ამოეღოთ ბიზნესიდან მეტი რესურსი“, – განაცხადა ქოქოლაძემ.