ანზორ ქოქოლაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესის კეთება საშიში იყო“

ანზორ ქოქოლაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესის კეთება საშიში იყო“

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბიზნესის კეთება საშიში იყო, – ამის შესახებ „ელიტ ელექტრონიქსის“დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა ანზორ ქოქოლაძემ განაცხადა.

„შედარებაც კი მერიდება იმისა, როგორი იყო ბიზნესგარემო წინა ხელისუფლების დროს და როგორია მიმდინარე ხელისუფლების პირობებში. 2004–2012 წლებში, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს, ბიზნესის კეთება იყო საშიში. ციხეში ვიყავი ორი წელი, იქ კრიმინალებზე მეტი ბიზნესმენები იყვნენ. ათი ათასობით ბიზნესმენი იჯდა ციხეში, შეგვეძლო ბიზნესფორუმი ციხეში ჩაგვეტარებინა. ბიზნესმენების 90% ამაში დამეთანხმება. რაც პოზიტიური იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ეკონომიკასთან და ბიზნესთან დაკავშირებით, შეიძლება, ეს ვაღიაროთ, თუმცა ავიღოთ მარტივი მაგალითი: ავაშენოთ სახლი, ჩავატაროთ ძალიან კარგი რემონტი, შიდა ინტერიერიც ძალიან კარგად მოვაწყოთ, მაგრამ გამოვთხაროთ ძირი, თუ ძირს გამოვუთხრით, არანაირი აზრი არ ექნება შიგნით რა სურათი იქნება დაკიდებული, ან კედლები რა ფერის იქნება. დაახლოებით, „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში ბიზნესგარემო, შეიძლება ამას შევადაროთ“, – განაცხადა ანზორ ქოქოლაძემ.