ყოფილი პოლიტპატიმარი მიხეილ ცილიკიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„იმ სამარცხვინო ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც განახორციელეს ორგანიზაცია „გირჩის“ წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფ. ატოცთან, ქაცარავასა და ჯაფარიძის ხელმძღვანელობით, დღეს ვეტერანთა დეპარტამენტში შედგა ვეტერანების შეხვედრა, სადაც რიგ საკითხებთან ერთად განხილული იქნა აღნიშნული სამარცხვინო ქმედება.
ვეტერანების მიერ დაგმობილ იქნა „გირჩის“ მიერ ჩადენილი უღირსი და ანტი ეროვნული საქციელი.
ჩვენ და ჩვენი წინაპრები საქართველოს ყოველთვის ვიცავდით იარაღით ხელში და „გირჩის“ წევრების მიერ ჩადენილი საქციელი შეურაცხყოფს ჩვენი წინაპრების ამაგს, ასევე ტერიტორიული ერთიანობისთვის როგორც დაღუპული მებრძოლების სულებს, ასევე ჩვენი ვეტერანების ღირსებას.
მიღებულ იქნა გადაწყვეტილება,
გამოცხადდეს ორგანიზაცია „გირჩი“ ანტი სახელმწიფოებრივი ინტერესების გამტარებლად.
მივმართავთ ძალოვან უწყებებს მიიღონ სათანადო ზომები და შეჩერებულ იქნას ორგანიზაცია „გირჩის“ საქმიანობა!“ - წერს მიხეილ ცილიკიშვილი.