სამგორის რაიონში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ აბაშიძე სოფელ პატარა ლილოს დასახლების მოსახლეობას შეხვდა. მან მოსახლეობისგან არსებული პრობლემები მოისმინა და მათ „ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო.
როგორც აბაშიძე აცხადებს, დღევანდელი შეხვედრა წინასარჩევნო კამპანიის ნაწილია. მისი თქმით, მოსახლეობისგან არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა მოისმინა და აღნიშნა, რომ მათ შორის მნიშვნელოვანია უწყლობისა და დასაქმების პრობლემა.
„ამ სოფელში დასაქმების ძირითადი სფერო მესაქონლეობაა, ამის განსავითარებლად კი ადგილობრივებს ხელისუფლებისგან შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვთ. როცა ასეთი სოფლები დედაქალას შემოუერთდა, დედაქალაქის მერიამ ეს ადექვატურად ვერ აღიქვა, რომ მათ სხვა ტიპის დახმარება და მიდგომა ესაჭიროებოდა. ჩვენ ყველა პრობლემა უკვე აღნუსხული გვაქვს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად კი ეტაპობრივად ყველაფერი იქნება გადაჭრილი“, - განაცხადა აბაშიძემ.
მისივე განმარტებით, ადგილობრივებს სჯერავთ, რომ რომ ქვეყანაში ცვლილებები მოხდება და სამართლიანობა აღდგება.