სალომე ზურაბიშვილის მიერ აგვისტოს ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ყოფილმა სამხედრო, ლევან გრიგოლია ეხმაურება.
მისთვის ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები მიუღებელია და სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე უარს აცხადებს:
"ჩემთვის არ არის განგრენა აფხაზეთი და სამაჩაბლო, რუსეთი ოკუპანტია და ამიტომ, არა სალომეს. გამახსენდა ჩემი თაობის მებრძოლები, მათი გაჭირვება და დღევანდელი სამხედროები, ჩვენი შვილები, ოფიცრები უკვე და მათი მომავალი. წარმოვიდგინე, რომ საშინელი მომავალი ექნებათ ახალგაზრდა ოფიცრებს, სამხედროებს, მართლა პატრიოტებს."- განაცხადა ლევან გრიგოლიამ.