"ფრთხილად იყვნენ, შვილმკვდარი მამების აქცია შეიძლება რუსეთმა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს"

"ქართული ოცნების" დეპუტატი გია გაჩეჩილაძე ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის აქციების შეიძლება რუსეთმა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს:

"დღეს დავრწმუნდი მე, რომ შსს-ს პოზიცია კარვების გახსნასთან დაკავშირებით, იყო აბსოლუტურად სწორი, იმიტომ, რომ ეს ტერიტორია, სადაც აქცია მიმდინარეობს შვილმკვდარი მამების, შეიძლება გამოყენებულ იქნას რუსეთის უშიშროებისა და უსაფრთხოების სამსახურის მიერ, დესტაბილიზაციის თვალსაზრისით,

"ბატონ ზაზას და მალხაზს მინდა ვთხოვო, ფრთხილად იყვნენ, იმიტომ, რომ ეს კარვების არსებობა, ამდაგვარი დახურული სივრცეების არსებობა იძლევა საშუალებას, რომ რამე უბედურება დატრიალდეს, რის საფუძველზეც, შეიძლება მერე ძალიან დიდი ტალღა მოხდეს საზოგადოების აღშფოთების" ამბობს გაჩეჩეილაძე "ტვ პირველის" ეთერში.