ამერიკული გამოცემის Krause-ის მონეტების კატალოგში, რომელიც ნოემბრის თვეში გამოვიდა, აფხაზეთის ე.წ ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული მონეტებიც არის შესული. კატალოგში საქართველოს ოკუპირებული რეგიონი რესპუბლიკად არის მოხსენიებული, თანდართულ რუკაზე კი აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიისგანაა გამოყოფილი.
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, დიდი მიღწევაა ის, რომ აფხაზური მონეტები სტანდარტულ კატალოგში მოხვდა, რადგან არსებობს არაღიარებული ქვეყნების კატალოგიც.