უკრაინაში ადამიანების ექსპლუატაციისთვის ქართველი დაიჭირეს

უკრაინაში ადამიანების ექსპლუატაციისთვის ქართველი დაიჭირეს

უკრაინაში 13-კაციანი ჯგუფი დააკავეს, რომელიც ადამიანების უკანონო ექსპლუატაციას ეწეოდნენ. დაკავებულებს შორის ერთი ქართველიც არის.

ადგილობრივი მედიიც ცნობით, დაკავებულები ოდესის ოლქში განთავსებულ საწარმოში 94 ადამიანს წლების განმავლობაში ანაზღაურების გარეშე მძიმე სამუშაოებზე ამუშავებდნენ.

უკანონო ექსპლუატაციაში ჩასართავად ჯგუფს ქართველი და უკრაინელი ხელმძღვანელობდა.

ადამიანები იძულებულნი იყვნენ 13 საათის განმავლობაში უფასოდ მინდვრებში ემუშავათ. ისინი მუდმივად იყვნენ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლის ქვეშ. ის მუშებს კი, რომლებიც უარს ამბობდნენ მუშაობაზე ან გაქცევას ცდილობდნენ, სასტიკად სცემდნენ.

უკანონო ექსპლუატაციის მსხვერპლებს შორის ყველაზე ასაკოვანი 64 წლის კაცი, ყველაზე ახალგაზრდა კი 14 წლის არის.