"ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები!", - ამის შესახებ განცხადებას რეჟისორი ქეთი დოლიძე აკეთებს, რითაც ფოტოგრაფ იური მეჩითოვის განცხადებას გამოეხმაურა.
"ყველა, ვინც გვარამიას გასახარად აგინებთ იური მეჩითოვს, ხართ "ნაცები" ან მათი მხარდამჭერები! მისი მეათედი გააკეთეთ საქართველოსთვის! იურა - 9 აპრილის მემატიანე; იურა - საქართველოში და თბილისში შეყვარებული ხელოვანი! იურა- საოცარი ალბომის შემქმნელი სერგო ფარაჯანოვზე, როგორც ძირძველ თბილისელზე და გენიალურ რეჟისორზე; იურა- უნიკალური ფოტოხელოვანი, რომელმაც ჩვენი გამოჩენილი თანამემამულეების პორტრეტები შექმნა! თუმანიშვილისა და მისი თეატრის ისტორიის მემატიანე!
იურასავით გიყვარდეთ და გულშემატკივრობდეთ თქვენ საქართველოს! 90ანების სიძულვილის სუნი დგას, როცა პირველად გაიხლიჩა საქართველო და ურა პატრიოტების ხელში ჩავარდა! ქელეხების და ქეიფების ხალხოოოოოო! ხელები შორს იურა მეჩითოვისგან! ვნახავ ერთი, რამდენი ვინმე გაიზიარებს! იურა! ბრწყინვალე ხელოვანი ხარ!", - წერს ქეთი დოლიძე.