„ოცნება

„ოცნება" ათას მონაჩმახს იგონებს, რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის, კალაძის სიტყვას?"

მემგონი, ხელისუფლება აპირებს არჩევნების გაყალბების კუთხით ქუჩაში გამოსვლას. არაფრის მაქნისები არ არიან, - აცხადებს გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე არჩევნების მეორე ტურთან და ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე.

ვაშაძის თქმით, უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია "ქართული ოცნება" და წაგებისთვისაა განწირული.

"უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი „ქართული ოცნება", რომელიც დამარცხებისთვის განწირულია, ათას მონაჩმახს იგონებს. არ გაუვათ, მათი განაჩენი გამოტანილია. ქვეყანა აუცილებლად დაიწყებს ახალ განვითარებას. რაიმე ფასი აქვს კობახიძის, ივანიშვილის, კალაძის სიტყვას? ჩვეულებრივი მატყუარები არიან. ეს დამთავრდება მეორე ტურში",- განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, ხელისუფლების მიერ დესტაბილიზაციაზე საუბარი, მხოლოდ ტყუილია.