გია ხუხაშვილი: საარჩევნო პროცესის „მასობრივი ისტერია“ მივიღეთ

გია ხუხაშვილი: საარჩევნო პროცესის „მასობრივი ისტერია“ მივიღეთ

ექსპერტი გია ხუხაშვილი  საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესს ეხმაურება. მისი თქმით,  ქვეყანაში საარჩევნო პროცესის  „მასობრივი ისტერიაა“ და ამ მდომარეობიდან გამოსვლა ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესი იქნება.

“მასობრივი ფსიქოზი” საქართველოში საარჩევნო პროცესის თანმდევი დაავადება იყო პრაქტიკულად ყოველთვის. თუმცა, ამჯერად მისი რადიკალური ფორმა - “მასობრივი ისტერია” მივიღეთ, როდესაც ამომრჩეველს უბიძგებენ ბრბოს პრინციპით მოქმედებისკენ. შემდგომში, ამ მდგომარეობიდან გამოსვლა საკმაოდ ხანგრძლივი და მტკივნეული პროცესია და როგორც წესი ამ დაავადების გამომწვევი მიზეზის განადგურებით მთავრდება. თუ ვინმეს ჭკუა შემორჩენია პოლიტიკურ ელიტაში, ეს უნდა გაითვალისწინოს. თვითგადარჩენის ინსტიქტი მაინც აამუშავეთ“, - წერს ხუხაშვილი ფეისბუქზე.