ბიძინამ ხალხი ეკლესიიდან გამოყარა და დაჩაგრაო, - ამას ვინც ამბობს, ნეტავ როგორ არ რცხვენია?!, - ამის შესახებ განცხადებას ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა გააკეთა.
"ძალიან ვიწრო წრეში იყო ქორწილი და აშკარად ჩანდა, რომ ოჯახმა პომპეზურობა არ ისურვა. ბიძინამ მოსახლეობას გაუწია ანგარიში. რაც ყველაზე თვალში მოსახვედრი ყვავილების ზღვა იყო, რომლის მეშვეობითაც საოცარი სურნელი იფრქვეოდა. ძალიან განსხვავებული და საუკეთესო მენიუ იყო, ბევრ რამეს ვერც იცნობდა ადამიანი, რა კერძი იყო. თუმცა არაფერი იყო მეტიჩრული და გადაპრანჭული. სუფრაზე იყო შავი და თეთრი ღვინოები. ბიძინა ძალიან ბედნიერი ჩანდა, ადღეგრძელა შვილი და რძალი და ყოველივე საუკეთესო უსურვა.
"არ შემიძლია არ ვუპასუხო იმ ხალხს, ვინც ამბობს სვეტიცხოველიდან ხალხი გამოყარესო. ჩემები იქ იყვნენ და გადარეულები არიან, ასეთ რამეს ვინ იგონებსო. არიქა, ბიძინამ ხალხი ეკლესიიდან გამოყარა და დაჩაგრაო, - ამას ვინც ამბობს, ნეტავ როგორ არ რცხვენია?!", - განაცხადა ჭკუასელმა "კვირის პალიტრასთან".