პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი რომან გოცირიძე და "საქართველოს პატრიოტების" ლიდერი ირმა ინაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მათ შორის კამათი მას შემდეგ დაიწყო, რაც ინაშვილმა განაცხადა, რომ სალომე ზურაბაშვილს ემუქრებიან სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფი ყოფილი სამხედრო პირები.
"მე ანალოგიურად მემუქრებოდნენ სამხედრო პირები, სააკაშვილის დაქვემდებარებაში მყოფები. წყნარად იყავი, არ მომიყვანო მანდ. შენი მაინც არავის ეშინია, კომიკური ფიგურა ხარ ბოლო-ბოლო, ულვაშები გიცახცახებს" - მიმართა ინაშვილმა გოცირიძეს.
თავის მხრივ, გოცირიძემ ინაშვილი ტყუილში დაადანაშაულა. "ვინ დაადგინა, რომ ყოფილი სამხედროა?! ყვავი ხარ რა, ჩხავიხარ ყვავივით. დაუწიეთ ხმას, გეყოთ ახლა", - მიმართა გოცირიძემ ინაშვილს.